სულში იჭრება სიმწვანის ფერი

пятница, 14 мая 2010 г.

  1. პროექტის სახელი: გაზაფხული
  2. პროექტის მოკლე აღწერა 1–2 წინადადებით: კლასი გაიყოფა სამ ნაწილად. მათ დაევალებათ მოიპოვონ ინფორმაცია გაზაფხულზე ბუნებაში მომხდარი ცვლილებების შესახებ. ჩატარდება ღონისძიება: " სულში იჭრება სიმწვანის ფერი". ბავშვებს წავიყვან ექსკურსიაზე. მოეწყობა პრეზენტაცია.
  3. პროექტის სრული აღწერა: კლასს გავყოფ სამ ჯგუფად. ერთ ჯგუფს დავავალებ მოიპოვონ ინფორმაცია მცენარეების შესახებ, მეორეს – ცხოველების შესახებ, მესამეს–ფრინველების შესახებ. მათ ამ ინფორმაციასთან ერთად უნდა შექმნან კედლის გაზეთები, გაიხსენონ შესწავლილი ნაწარმოებები. პარალელურად ვამზადებ ღონისძიებას "სულში იჭრება სიმწვანის ფერი". შემდეგ წავალთ ექსკურსიაზე, სადაც ბავშვებს მიეცემათ საშუალება უფრო მეტად შეიგრძნონ ბუნების მშვენიერება და უფრო საინტერესო, მრავლისმომცველი იყოს მათ მიერ შესრულებული დავალება. ბოლოს ჩატარდება ღონისძიება. ჯგუფის წევრები წარმოადგენენ შესრულებულ დავალებებს, რომლის შემდეგ მოეწყობა ნამუშევრების პრეზენტაცია. დამსწრე საზოგადოება პატარებს ტაშით დააჯილდოვებს.
  4. მონაწილეთა ასაკი: 7 წლის.
  5. ვადები/ხანგრძლივობა: 2 თვე.
  6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ჯგუფური მუშაობა, ექსკურსია, ღონისძიება, პრეზენტაცია.
  7. მოსალოდნელი შედეგები: ბავშვები გაიღრმავებენ ცოდნას გაზაფხულის შესახებ. ისწავლიან თუ როგორ უნდა მოუფრთხილდნენ მცენარეებს, ფრინველებსა და ცხოველებს. ღონისძიება ხელს შეუწყობს მეტყველებისა და მანერების დახვეწას. ჯგუფური მუშაობისას ისინი ეჩვევიან ურთიერთთანამშრომლობას, დისკუსიას, სხვისი აზრის პატივისცემასა და საკუთარი აზრის დასაბუთებას, შთაბეჭდილებათა კომენტირებას.
  8. სარგებელი სხვებისთვის: ბავშვები შექმნიან და გაავრცელებენ ბუკლეტებს: "გაუფრთხილდით გარესამყაროს ". ასევე მოვაწყობთ აქციას "დარგე ერთი ხე ".
  9. სამუშაო ენა: ქართული ენა

Комментариев нет:

Отправить комментарий